• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    21
    დეკემბერი
    საკრებულოს სხდომა

    დღეს დუშეთის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული საკრებულოს მეორე სხდომა გაიმართა.

    სხდომას საკრებულოს წევრებთან ერთად დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები და მერის პირველი მოადგილე ვასილ წიკლაური ესწრებოდნენ.

    სხდომაზე განხილულ იქნა 16 საკითხი, მათ შორის:

    - დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე;

    - „დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის პროფესიულ მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“;

    - დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის პროფესიულ მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ;

    - „დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

    - „დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

    - დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ;

    - „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2021 წელს დუშეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 აპრილის N14 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

    - დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების - სოფ, მაღაროსკარში, სოფ, ლაფანაანთკარში და სოფ, ბულაჩაურში მდებარე ამბულატორიის შენობების დემონტაჟის შესახებ;

    - დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩანადირთკარში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ;

    - დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ოძისში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ;

    - დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა ფასანაურში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ;

    - დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის შესახებ.